პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა DAAD-ის ფონდის კვლევითი გრანტი
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD-ის ფონდის კვლევითი გრანტი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მეცნიერებისთვის (DAAD Research grant for University Academics and Scientists). ეს მისთვის რიგით მეოთხე კვლევითი გრანტია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. კვლევის თემატიკა შეეხება საქართველოდან ევროკავშირის შიდა ბაზარზე შრომითი მიგრაციის საკითხებს. აღნიშნული კვლევითი პროექტის განხორციელება პროფ. ნონა გელიტაშვილმა 2 წლის წინ მის გერმანელ კოლეგასთან - პროფ. დანიელ ბეკერთან ერთად დაიწყო, რომელიც მიმდინარე გრანტის ფარგლებში 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. კვლევის განხორციელება დაგეგმილია ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (Europa-Universität Viadrina), საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრაზე, სადაც 2 თვით გამოყოფილია სამუშაო ადგილი პროფ. ნონა გელიტაშვილისთვის.
მსგავსი სიახლეები
თჰუ პროფესორების მონაწილეობა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში - "Blended Total Immersion Week - Erasmus+ Blended Intensive Programme 2024"
2024 წლის 2-დან 6 დეკემბრის ჩათვლით, ეკონომიკის, ბიზნესისა და მარ...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები
ვრცლად
