მნიშვნელოვანი სიახლე სამართლის ფაკულტეტზე! 28.04.2020

მნიშვნელოვანი სიახლე სამართლის ფაკულტეტზე!

სამართლის დარგობრივი მახასიათებელი
 
2020 წლის 23 აპრილს სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა საინფორმაციო ხასიათის ონ-ლაინ შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად როგავა. 
 
პრეზენტაცია მიეძღვნა „სამართლის დარგობრივ მახასიათებელს“, აღნიშნული დოკუმენტის შექმნაში მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის აქტივობა. დარგობრივი მახასიათებლის მიზანია ხელი შეუწყოს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სტუდენტთა მობილობას, მინიჭებული კვალიფიკაციის საერთაშორისო დონეზე აღიარებას, იურისტის პროფესიაში შესვლასა და დასაქმებას.
 
პრეზენტაციის დასასრულს კი შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დასახეს გზები არსებულ გამოწვევებთან მიმართებით.
 
იხ. სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი:

მსგავსი სიახლეები

სამართლის ფაკულტეტზე ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა ონლაინ-შეხვედრა 29.09.2020

სამართლის ფაკულტეტზე ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა ონლაინ-შეხვედრა

2020 წლის 25 სექტემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩატარდა პროფესორ...

ვრცლად
ონლაინ კონფერენცია ევროკავშირის თემატიკაზე 04.04.2021

ონლაინ კონფერენცია ევროკავშირის თემატიკაზე

15-16 აპრილს ილინოისის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება 

ვრცლად