საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს. კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები. დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა კურსდამთავრებულებს მიულოცა სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.
მსგავსი სიახლეები
2018 წლის 22 აპრილს გაიმართა ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი
2018 წლის 22 აპრილს, სასტუმრო "იოტა ჰოთელში" თბილისის მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის...
ვრცლადეროვნული ჩემპიონატი იმიტირებული სასამართლო პროცესში
... და აი,პროექტი,რომელსაც ყველა ჩვენგანი ასე მოუთბენლად ველოდით, იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი გთავაზობთ, იმიტირებულ სასამართლო პროცესის ჩემპიონატს სისხლ...
ვრცლადმობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილო...
ვრცლად
