V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია! 19.12.2024

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია!

2024 წლის 11 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა რიგით V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.    

კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო 47-მა მონაწილემ, მათ შორის იყვნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგის პროფესორ/მასწავლებლები როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებიდან (გერმანია, რუმინეთი,  პოლონეთი, უკრაინა)  

კონფერენციის დასაწყისში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის პრორექტორებმა, დევი ხვედელიანმა და ლია ჭიღლაშვილმა;  კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა მაია მელაძემ და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, ნონა გელიტაშვილმა.

კონფერენცია მოიცავდა ოთხ სექციას, - მედიცინა, სამართალი, ბიზნეს-ეკონომიკა და ფსიქოლოგია. სექციებს უძღვებოდნენ მოდერატორები. კონფერენციაზე, ასევე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრებიც.

მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები გამოირჩეოდა აკადემიზმითა და სამეცნიერო სიახლეებით. კონფერენციის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია, სადაც მოსმენილი იქნა საინტერესო მოსაზრებები მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის.

V საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა თჰუ-ს სამეცნიერო ჟურნალში. კონეფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემათ ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები

საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი 12.03.2025

საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი

საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებ...

ვრცლად
სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში! 04.05.2020

სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში!

2020 წლის 2 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმ...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 29.11.2020

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობ...

ვრცლად