საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 18 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „ქმედუნარიანობა სამოქალაქო სამართალში და მხარდაჭერის მიმღების სტატუსი სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით", რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ლელა ნადიბაიძე.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროფესორმა, ლელა ნადიბაიძემ საინტერესოდ წარმოაჩინა პირთა ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული თავისებურებანი სამოქალაქო სამართალში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მხარდაჭერის მიმღების სტატუსთან მიმართებით კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე. მან ასევე ისაუბარა კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებში დელიქტური პასუხისმგებლობის ელემენტებზე და ზიანის ანაზღაურების ზოგად საფუძვლებზე.
აღნიშნულმა თემატიკამ მსმენელთა ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს კი გაიმართა საჯარო დისკუსია.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ სემინარი თემაზე - ფსიქოლოგია და მშობელთა მხარდაჭერის პოტენციალი
IYNI Training Programmes & Support ორგანიზებით, 2021 წლის 15 ივნისს, ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე: „ფსიქოლოგია და მშობელთა მხა...
ვრცლად19 მაისს თჰუს ეზოში გაიმართება ჩვენი სტუდენტის - ნაზი გაჯიევას ნახატების გამოფენა
სტუდენტთა საყურადღებოდ!! 19 მაისს 15:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართებ...
ვრცლადსამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ადამიანის უფლებები და თავისუფლებების შინაარსი და მათი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო დაცვის მექანიზმები
2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ს...
ვრცლად
