28 მაისს 19:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე - 1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 24.05.2021

28 მაისს 19:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე - 1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება

გაცნობებთ, რომ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრისა“ და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის  ორგანიზებით,  2021 წლის 28 მაისს - (19:00 საათზე) გაიმართება ვებინარი (ნაწილი II) თემაზე - ,,1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება.“

ვებინარს წარუძღვება  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, არაერთი სახელმძღვანელოსა და მეცნიერეული ნაშრომის ავტორი,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი -  ოთარ ჯანელიძე.

ვებინარზე დასწრება არის უფასო.

ვებინარზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეზღუდულია.

სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული pdf ფორმატის ორენოვანი (ქართული/ინგლისური) სერტიფიკატის გაცემა.

ვებინარი გაიმართება Google Meet-ის მეშვეობით.

ვებინარზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ორგანიზაციის ელ.ფოსტაზე - civiceducationcentre@gmail.com არაუგვიანეს 27 მაისისა.

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 12.09.2020

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

  შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში...

ვრცლად
არ გამოტოვო.. „GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია სტუდენტებისთვის 2026“ 23.09.2026

არ გამოტოვო.. „GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია სტუდენტებისთვის 2026“

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)  იწყებს პროექტს „GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია სტუდენტებისთვის 2026“. ინიც...

ვრცლად