28 მაისს 19:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე - 1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება
გაცნობებთ, რომ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრისა“ და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 28 მაისს - (19:00 საათზე) გაიმართება ვებინარი (ნაწილი II) თემაზე - ,,1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება.“
ვებინარს წარუძღვება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, არაერთი სახელმძღვანელოსა და მეცნიერეული ნაშრომის ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - ოთარ ჯანელიძე.
ვებინარზე დასწრება არის უფასო.
ვებინარზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეზღუდულია.
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული pdf ფორმატის ორენოვანი (ქართული/ინგლისური) სერტიფიკატის გაცემა.
ვებინარი გაიმართება Google Meet-ის მეშვეობით.
ვებინარზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ორგანიზაციის ელ.ფოსტაზე - civiceducationcentre@gmail.com არაუგვიანეს 27 მაისისა.
მსგავსი სიახლეები
ბიბლიოთეკის წარმომადგენელის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პირველკურსელებისთვის
26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, საბიბლიოთეკო რესურსების გაცნობის მიზნ...
ვრცლადსაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“!
2024 წლის 17 მაისს, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, ს...
ვრცლადზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა
გაცნობებთ რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ინიციატივით 10-11 ნოემბერს ჩატარდება ტრენინგი თემაზე ,,ზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვე...
ვრცლად
