EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი 10.06.2021

EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი

EU4Environment  პროექტის ფარგლებში მომზადდა მწვანე ეკონომიკის ქართულენოვანი ელექტრონული კურსი და მსურველებს/დაინტერესებულ პირებს სახლიდან გაუსვლელად ვთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის - https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსს.

საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 მოდული (ქართულ ენაზე). კურსი თვითრეგულირებადი და მოდელირებადია, რაც გულისხმობს მსმენელის მიერ სასურველი მოდულის პრიორიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად შერჩევას. ელექტრონული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ქვიზებსა და კითხვარებს, რისი წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს დასრულების სერტიფიკატს. მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო. ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია 27 მაისიდან.  

დეტალური ინფორმაცია კურსის სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: 

https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია მეგი შუბალიძე­ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი (მობ.: 577 103 330; ელ­ფოსტა: megi.shubalidze@eiec.gov.ge.) 

მსგავსი სიახლეები

თჰუ მონაწილეობდა განათლების საერთაშორისო გამოფენაში 28.02.2018

თჰუ მონაწილეობდა განათლების საერთაშორისო გამოფენაში

23-24 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობდა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ განათლე...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 05.01.2019

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული...

ვრცლად