EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი
EU4Environment პროექტის ფარგლებში მომზადდა მწვანე ეკონომიკის ქართულენოვანი ელექტრონული კურსი და მსურველებს/დაინტერესებულ პირებს სახლიდან გაუსვლელად ვთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის - https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსს.
საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 მოდული (ქართულ ენაზე). კურსი თვითრეგულირებადი და მოდელირებადია, რაც გულისხმობს მსმენელის მიერ სასურველი მოდულის პრიორიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად შერჩევას. ელექტრონული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ქვიზებსა და კითხვარებს, რისი წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს დასრულების სერტიფიკატს. მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო. ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია 27 მაისიდან.
დეტალური ინფორმაცია კურსის სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:
https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია მეგი შუბალიძე გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი (მობ.: 577 103 330; ელფოსტა: megi.shubalidze@eiec.gov.ge.)
მსგავსი სიახლეები
შიდა მობილობის/ სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ!
შიდა მობილობის / სტატუსის აღდგენის მსურველთა განცხადებების მიღება და რეგისტრაცია განხორციელდება უნივერსიტე...
ვრცლადუნივერისტეტმა 1000 ლარი დააფინანსა სამართლის მეცნიერთა კავშირის ჟურნალის სამართლის მაცნის მეორე ნომერი
უნივერისტეტმა 1000 ლარი დააფიანსა ააიპ სამართლის მეცნიერთა კავშირს ჟურნალის „სამართლის მაცნის“...
ვრცლად
