საჯარო ლექცია თემაზე - ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია? 11.06.2021

საჯარო ლექცია თემაზე - ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?

2021 წლის 9 ივნისს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?“ ლექციას უძღვებოდა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქ-ნი ლიანა ყანჩაველი. ლექცია ჩატარდა „ონლაინ“ რეჟიმში, რუსულ ენაზე.

ლექციის თემატიკიდან გამომდინარე, განხილულ იქნა საკითხები, რომელიც შეეხებოდა ლოგისტიკის ტერმინის ეტიმოლოგიას, ისტორიული ევოლუციის ეტაპებს, ძირითად ცნებებს, ტერმინებსა და შესწავლის ობიექტებს. სამხედრო და კომერციულ ლოგისტიკას; მატერიალურ ნაკადებს, ლოგისტიკურ ფუნქციებსა და ოპერაციებს, ლოგისტიკრ სისტემებს, სატრანსპორტო ლოგისტიკასა და საერთაშორისო გადაზიდვებს, ლოგისტიკის მიზნებს, ამოცანებს და ძირითად კონცეფციას. უნდა აღინიშნოს ინფორმაციული ლოგისტიკის მნიშვნელობაც, რადგან ავტომატიზაციის, ინფორმაციული და მაღალი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი ნეოლოგისტიკური პერიოდი და მიღწევები ამ სფეროში: ფოსტა და უზარმაზარი საწყობები, გიგანტური ლოგისტიკური ცენტრები.

საინტერესო იყო ლექციის ნაწილი, დაკავშირებული ლოგისტიკური სისტემების ეფექტიანობის ხარისხთან, ე.წ LPI (Logistics Performance Index) საერთაშორისო დონეზე და საქართველოს პოტენციალის და ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად.

საერთაშორისო, ინტეგრირებული ლოგისტიკის, მაკროლოგისტიკური სისტემის სფეროების მრავალფეროვნება და მასშტაბები ძალზედ შთამბეჭდავია, დასაქმების სფეროების თვალსაზრისით, რაც ლექციაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალებით, რომელიც თვალსაჩინოდ და ძალზედ საინტერესოდ ასახავდა პროფესია- ლოგისტის ხიბლსა და სამომავლო ამბიციებს.

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 22.11.2017

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური აკა...

ვრცლად
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 18.07.2017

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

ვრცლად