თჰუში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ
2021 წლის 2 ივლისს 16:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ.
აღნიშნულ შეხვედრას გაუძღვება სამართლის დოქტორი, პროფესორი, ზვიად გაბისონია.
შეხვედრაზე განხილული საკითხები აკადემიურ პერსონალს დაეხმარება კვლევის სფეროში არსებული სიახლეების, შესაძლებლობებისა თუ გამოწვევების აღქმასა და გაანალიზებაში.
სემინარი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში: როგორც ადგილზე (ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N31) დასწრებით, ასევე Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში
ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ...
ვრცლადსტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა რუსულენოვანი წიგნის გამოცემის ხარჯები
სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა რუსულენოვანი წიგნის "Но...
ვრცლად
