II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია 07.12.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

2021 წლის 6 დეკემბერს, თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა „II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია“.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ, როგორც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სულ 42 მონაწილე, მათ შორის აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-თანამშრომლები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

კონფერენცია მიმდინარეობდა ოთხ სექციად:

სტომატოლოგია, ფარმაცია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია;

სამართალი;

ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფს კონფერენციის მონაწილეებისათვის თეზისების კრებულისა და სერთიფიკატების დაბეჭვდას.

მსგავსი სიახლეები

ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კონკურსი 24.03.2021

ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კონკურსი

გაცნობებთ, რომ ევროპული კვლევების საბჭო (ERC) აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს (Consolidator Grants), რომე...

ვრცლად
თჰუს ასოცირებული პროფესორის, მარინე შავლაყაძის წარმატებული ვიზიტი საერთაშორისო კონფერენციაზე 30.11.2019

თჰუს ასოცირებული პროფესორის, მარინე შავლაყაძის წარმატებული ვიზიტი საერთაშორისო კონფერენციაზე

2019 წლის 11-12 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მარინე შავლა...

ვრცლად