საერთაშორისო საჯარო ლექცია სამართლის ფაკულტეტზე (გაცვლითი პროგრამა) 29.01.2022

საერთაშორისო საჯარო ლექცია სამართლის ფაკულტეტზე (გაცვლითი პროგრამა)

2022 წლის 24 იანვარს მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა ხარკოვის, იაროსლავ მუდრის სახელობის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საჯარო ლექცია თემაზე, - „ციფრული სამყარო“.

ლექციას უძღვებოდა კვიპროსის ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის სამართალის სკოლის ხელმძღვანელი, ევროპული სამართლის პროფესორი, სტეფანე ლაულე შაელო, რომელმაც ოცწლიანი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება გაუზიარა მსმენელს, ევროკავშირის სამართლის მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა ციფრული პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებზე,  მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე, საჯარო წესრიგსა და კანონის აღსრულების მექანიზმებზე.

საერთაშორისო საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტები,  სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და საერთაშორისი ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ქეთი ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები

თჰუში ჩატარდა საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის Dentsplay Sirona World ონლაინ-ტრანსლაცია 05.10.2018

თჰუში ჩატარდა საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის Dentsplay Sirona World ონლაინ-ტრანსლაცია

თბილისის  ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის Dentsplay...

ვრცლად
საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი 23.06.2018

საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის და USAID-ის მიერ დაფინა...

ვრცლად