სტუდენტთა საყურადღებოდ!  სასწავლო ცენტრი 21.12.2022

სტუდენტთა საყურადღებოდ! სასწავლო ცენტრი

 

პარასკევს, 23 დეკემბერს, 13:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ჩვენი მეგობარი დაწესებულების შპს სასწავლო ცენტრის ,,გზა მომავლისკენ" პროექტების, პროფესიული კურსების და სხვადასხვა შესაძლებლობების მასშტაბური პრეზენტაცია.

 

,,გზა მომავლისკენ" ემსახურება ახალგაზრდების განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას და დასაქმების ხელშეწყობას.

შეხვედრას გაუძღვება ცენტრის დამფუძნებელი, კარიერული განვითარების ტრენერი და იურისტ - ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის პირადი ასისტენტი - სოფო ხარებავა   

შეხვედრაზე ასევე იქნებიან ცენტრის მოქმედი და ყოფილი წევრები. კურსდამთავრებულები, რომლებიც გაგვიზიარებენ მათ შედეგებს და რაც მთავარია ტრენერები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ ახალგაზრდებს.

  • დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სრულიად უფასოდ.

 

მისამართი - ბერი გაბრიელ სალოსის N31

 

მსგავსი სიახლეები

თჰუსა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი 14.05.2021

თჰუსა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მონაწილე მხა...

ვრცლად
თჰუს 25 წლის იუბილე! 02.06.2017

თჰუს 25 წლის იუბილე!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა წვეულება. მოწვეულ...

ვრცლად