წარმატებული პროექტის, წარმატებული მომავალი 16.02.2023

წარმატებული პროექტის, წარმატებული მომავალი

2023 წლის 08 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პარტნიორმა ორგანიზაცია "იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფმა"   ერთობლივი პროექტის ფარგლებში- "ეროვნული ჩემპიონატი სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესებში" პირველი  ტრენინგი ჩაატარა.

  • ტრენინგს უძღვებოდა, იურისტი, იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფის ტრენერი, კურსის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი - მარიამ მაღლაკელიძე

თემა: სისხლის სამართლის პროცესის ზოგადი მიმოხილვა.

  • ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
  • სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები და პირის ბრალდებულად ცნობა;
  • აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცედურა;
  • წინა სასამარლო სხდომა:
  • არსებითი სხდომის პროცედურები და მათი მნიშვნელობა:
  • "მოწამლული ხის ნაყოფის თეორია":
  • სს-ვი დევნის შეწყვეტის საფუძვლები და სხვა.

ტრენინგში აქტიურად იყვნენ ჩართულები მონაწილეები, დაისვა არერთი კითხვა და გაჟღერდა ბევრი საინტერესო მოსაზრება.

 ეს მხოლოდ დასაწყისია, თვალი გვადევნეთ და შემოგვიერთდით. მოდით, ისწავლეთ ის, რასაც სხვაგან ვერ ისწავლით!

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესი 04.11.2019

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესი

3 ნოემბერს, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესს დაესწრენ თბილისის ჰუმანიტარული...

ვრცლად
2021 წლის 18 დეკემბერს  გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი 04.12.2021

2021 წლის 18 დეკემბერს გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ო...

ვრცლად