სტუდენტთა I საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია 01.05.2023

სტუდენტთა I საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია

 

2023 წლის 23 აპრილს, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სტუდენტთა პირველი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, სადაც 34  ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, კონკრეტულად  კი 49 უნივერსიტეტიდან ონლაინ რეჟიმში ჩაერთო 60 მონაწილე.

კონფერენცია გახსნა და  შესარჩევი ეტაპის წარმატებით გადალახვა მიულოცა მონაწილეებს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა, ლია ჭიღლაშვილმა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ჩაჩხიანმა.

მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს კონფერენციის უპრეცედენტო მასშტაბსა და აკადემიურ სფეროში ინკლუზიური, მულტიკულტურული კვლევების მნიშვნელობაზე.

კონფერენციის ექვსი თემატური მიმართულების - სამართლის, ბიზნესის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების, მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისა და მედიცინის სექციაში  ცენტრალურ მომხსენებლებთან (Keynote Speakers) ერთად წარსდგნენ შემდეგი უნივერსიტეტის დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრები;

სზეგედის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ჯაფფნას უნივერსიტეტი (შრი ლანკა), ჩოუაიბ დოუკკალის უნივერსიტეტი (მოროკო), წმ. კლიმენტ ოჰრიდისკი ბიტოლას უნივერსიტეტი (ჩრ. მაკედონია), აფე ბაბალოლას უნივერსიტეტი (ნიგერია), ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი), სამხრეთ აზიის უნივერსიტეტი (ინდოეთი), კაიროს უნივერსიტეტი (ეგვიპტე), პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი), ყაზახეთის ქალ მასწავლებელთა მომზადების ეროვნული უნივერსიტეტი (ყაზახეთი), ათენის ეროვნული და კაპოდისტრიული უნივერსიტეტი (საბერძნეთი), თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (საქართველო), ეოტვოს ლორანდის უნივერსიტეტის (უნგრეთი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ავსტრია).

მომხსენებლებთან ერთად, კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან - ავღანეთი, ალბანეთი, სომხეთი, ბანგლადეში, ეგვიპტე, ეთიოპია, კამერუნი, საქართველო, განა, უნგრეთი, იაპონია, ლიბანი, მიანმარი, იტალია, ინდოეთი, ნიდერლანდებიდან, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, პოლონეთი, ომანი, მოლდოვეთი, რუმინეთი, სინგაპური, ტუნისი, თურქეთი და ვიეტნამი.

დასასრულს, სტუდენტთა I საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო 02.03.2019

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება და...

ვრცლად
ვებინარი - დაეხმარეთ თქვენს შვილს დაძლიოს შფოთვა და წუხილი 14.05.2021

ვებინარი - დაეხმარეთ თქვენს შვილს დაძლიოს შფოთვა და წუხილი

2021წლის 11 მაისს, თჰუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ირინე არჯევანიძე და ეკატერინე სულუხია დაესწრნენ ეგზეტერის უნივერსი...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 17.05.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...

ვრცლად