ვიზიტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 24.05.2016

ვიზიტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში

2014 წლის 20 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. სამართლის ფაკულტეტის, პირველ-მეორე კურსის სტუდენტებმა ბიუროში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი დაათვალიერეს. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა სტუდენტებს ლექცია-სემინარი წაუკითხეს და მათ დეპარტამენტის საქმიანობა უფრო დეტალურად გააცნეს. ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ლაბორატორიებში ექსპერტებმა რამდენიმე საცდელი ექსპერტიზა სპეციალურად სტუდენტებისათვის ჩაატარეს. ახალგაზრდები ექსპერტიზის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. ბიუროს ექსპერტებმა სტუდენტებს თითის ანაბეჭდების დადგენის მეთოდები და ყალბი დოკუმენტაციის გამოვლინების მექანიზმებიც აჩვენეს.

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა რეგისტრაცია! 02.09.2023

პირველკურსელთა რეგისტრაცია!

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 04 სექტემბრიდან 2023 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით...

ვრცლად
ლექცია–მასტერკლასი პრაქტიკულ ენდოდონტიაში 26.10.2018

ლექცია–მასტერკლასი პრაქტიკულ ენდოდონტიაში

20-21 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და ლე...

ვრცლად