შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძი 01.03.2021

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძი

კონკურსის მიზანი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

25 მარტი - 18 მაისი 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

25 მაისი 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მაისი-ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

ივნისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ივნისი-ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

ივლისი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ივლისი–აგვისტო - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

10 მარტი, 14 აპრილი და 10 მაისი - 15:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)

5 მაისი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4, ნიმუში) -  ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  (დანართი 8 - (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის ბიუჯეტის კლასიფიკატორი 

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 13)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  (დანართი 7GEO/ENG)
  • პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი 14 (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის ბიუჯეტის კლასიფიკატორი 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე OTG@rustaveli.org.ge ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ქეთევან გორგაძე (პროგრამული საკითხები) – 568 88 37 57, (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

ნინო გოგაძე (პროგრამული საკითხები) – 568 80 10 78, (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

სალომე ოდიშვილი - კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში

 

საკონტაქტო ინფორმაცია: OTG@rustaveli.org.ge

მსგავსი სიახლეები

თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა! 03.04.2017

თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 11 თებერვლის N2 სხდომაზე განხილულ იქნა და თჰუ აკადემ...

ვრცლად
მასტერკლასი ბიზნესში 15.06.2020

მასტერკლასი ბიზნესში

2020 წლის 3 ივლისს, 18:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი გიწვევთ ბიზნესის მასტერკლასზე...

ვრცლად
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება 11.02.2021

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება

გაცნობებთ, რომ ა.წ. 16-19 ნოემბერს საფრანგეთის ლორენის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება 

ვრცლად