
წარმატებული პროექტი “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის”
2023 წლის 16 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, პროექტის “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის” შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენიციის მონაწილეთა შორის იყვნენ ანალიტიკური სტატიების კონკურსში შერჩეული ნაშრომების ავტორები და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები: სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა თაშესაფრის მაძიებელთა სტატუსის განსაზღვრის საქმეებზე საქართველოში: არსებული პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციები; განათლების უფლების რეალიზება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთათვის (გამოწვევები და რეკომენდაციები); მუსლიმი მესხები - სამშობლოს გარეშე დარჩენილი ადამიანების ინტეგრაციასა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული გამოწვევები; ლტოლვილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართულ საზოგადოებაში; საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე არსებული გამოწვევები საცხოვრებლის ჭრილში და ქალთა მიმართ ძალადობა, როგორც გენდერული დევნა ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის CARE Caucasus-ის პროგრამის ასისტენტი, ოლჰა ჟაკუნეთსი და საქართველოში ლტოლვილთა მიერ დაარსებული პირველი ორგანიზაციის, მრავალფეროვნების ექოს წარმომადგენელი, აჰმედ აქილმი.
დასასრულს, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა კონკურსის გამარჯვებულები თამარ მაზანაშვილი და ნინო ჭედია. ტრენინგ-კურსისა და კონფერენციის სხვა მონაწილეებს კი გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტი “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის” კავკასიური სახლისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “International Alert”-ისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში
2021 წლის 28 ოქტომბერს DAAD-ის პროექტის, ბოლონიის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფოკ...
ვრცლადნეიროქირურგ ალექსანდრე შულაიას მასტერკლასი
2019 წლის 24 ივნისს 13 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთათვ...
ვრცლად