პირველად საქართველოში: SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის (SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი) 05.07.2024

პირველად საქართველოში: SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის (SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი)

 

 აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ტარდება SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის.

SAP® არის საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი, რომელიც ეხმარება კომპანიებსა და მთავრობებს მსოფლიოს მასშტაბით კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ბიზნეს ოპერაციების ეფექტურობის ზრდაში.

დღეისათვის, SAP®-ს ჰყავს 335.000-ზე მეტი მომხმარებელი, მათ შორის მრავალი მსხვილი კორპორაციები და Dax-კომპანიები. SAP®-ს იყენებს დაახლოებით 12 მილიონი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში.

SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი არის 8 დღიანი ტრენინგი, სადაც მონაწილეები სწავლობენ საწარმოში ინტეგრირებულ ბიზნეს პროცესებს.

  • SAP ისტორია, საფუძვლები (დღე 1)

  • გარე და შიდა აღრიცხვა, ჩაშენებული ანალიტიკა (დღე 2 და 3)

  • შესყიდვა (დღე 4)

  • წარმოების დაგეგმვა და კონტროლი (დღე 5)

  • გაყიდვები (დღე 6)

  • ადამიანური გამოცდილების მენეჯმენტი (დღე 7)

  • პროექტის სისტემები (დღე 8)

  • საწარმოთა აქტივების მენეჯმენტი (დღე 8)

ტრენერი: Ernst Schulten (ერნსტ შულთენი) - SAP® S/4HANA-ს სერტიფიცირებული ტრენერი, რომელიც უძღვება 150-ზე მეტ კურსს უნივერსიტეტებსა და კომპანიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ფინეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და პირისპირ)

ჩატარების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 

ჩატარების დრო: 14.09.2024-დან 21.09.2024-ის ჩათვლით, 10.00 სთ-დან 15 საათამდე.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფები: ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულება: საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები. 

სამუშაო ენა: ინგლისური

ტრენინგში მონაწილეობის მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე ბ1 დონეზე.

ტრენინგის საფასური: მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა. სხვა პირთათვის მონაწილეობის საფასური შეადგენს 300 ლარს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ივლისი, 2024

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/vDE43Jp9Q7ebAEFL6

ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი.

მსგავსი სიახლეები

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი 13.11.2020

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი

2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებ...

ვრცლად
სამუშაო შეხვედრა გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ახალი შეთანანხმება Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში 27.09.2024

სამუშაო შეხვედრა გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ახალი შეთანანხმება Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში

  2024 წლის 20 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, &...

ვრცლად
სტიპენდიები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის 15.03.2021

სტიპენდიები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის

კოიმბრას ჯგუფის უნივერსიტეტები აცხადებენ სტიპენდიებს (სტაჟირებები) ახალგაზრდა მკვლევარებისთვის....

ვრცლად