პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“
2024 წლის 20 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან.
შეხვედრის მიზანია სტუდენტთა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“.
საერთაშორისო მობილობა გახლავთ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და იგი გულისხმობს:
ა) თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის სწავლა-სწავლების ან ტრენინგების გავლის მიზნით გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთის უნივერსიტეტში მოღვაწეობას, ან პირიქით,
ბ) უცხოური უნივერსიტეტებიდან თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დროებითი სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას.
შეხვედრის ორგანიზატორების მხრიდან ასევე გაზიარებული იქნება ინფორმაცია უცხოეთში გაცვლითი პროგრამებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
გთხოვთ დაესწროთ შეხვედრას
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები
ვრცლადლექცია: გზა სტუდენტობიდან აუდიტორული კომპანიის მმართველობამდე და აუდიტორის პროფესიული ეთიკა
ინფორმაცია ტრენერის შესახებ 14 წლიანი გამოცდილება საგადასახადო და ფინანსურ აუდიტში, ბუღალტერიისა და კერძო ბიზნესების პროფესიული კონსულტირების მიმართულებით. ს...
ვრცლადმონოგრაფიის - ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოს კანონმდებლობით დაფინანსება
უნივერსიტეტმა სამართლის ფაკულტეტის დეკანს აფილირებულ პროფესორს ლია ჭიღლაშვილს დაუფინანსა 600 ლარით მონოგრა...
ვრცლად
