პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია
2024 წლის 12 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლები. საჯარო ლექციის თემატიკამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეთა შორის. ლექციის დასასრულს პროფესორმა დავით გეფერიძემ მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მსგავსი სიახლეები
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2021 წლის 15-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომ...
ვრცლად
