საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან. 18.02.2025

საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.

2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას წარუძღვა ოფისის დირექტორი, ლევან ხეცურიანი. ღონისძიებას დაესწრო აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია და რექტორი.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტის ჩართვა „ჰორიზონტი ევროპა“-ს ეროვნულ საპარტნიორო ქსელში და მისი ინფორმირება საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო ეროვნული ოფისის მიერ 2025 წელს დაგეგმილი ტექნიკური დახმარების პროგრამები, მათ შორის თემატური ტრენინგები და კონსულტაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შემდგომ აქტიურ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 05.11.2018

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს ...

ვრცლად
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება! 29.10.2019

2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!

2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მის...

ვრცლად