თჰუ-ს სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პიტესტის უნივერსიტეტს ეწვივნენ 10.10.2021

თჰუ-ს სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პიტესტის უნივერსიტეტს ეწვივნენ

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და პიტესტის უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, Erasmus+ გაცლითი პროგრამის ფარგლებში, თჰუ-ს საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის ორგანიზებით, შეირჩა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამიდან ორი სტუდენტი:

1. ვლადიმერ გელოვანი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა;

2. გიორგი ბაჯიაშვილი - ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა.

სტუდენტებმა წარმატებით გაირეს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის შიდა კონკურსი და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრნენ რუმინეთში, კერძოდ, პიტესტის უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრში.

სტუდენტებს პიტესტის უნივერსიტეტში დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია. აგრეთვე, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსდა მგზავრობის ხარჯები.

მსგავსი სიახლეები

კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი სასტუმრო ბილტმორ თბილისში 25.11.2019
ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალისთვის 14.05.2024

ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის 16 მაისს 13:00 საათზე ჩატარდება ტრენინგი „უნივერსიტეტის ელე...

ვრცლად