პროფესორ ნონა გელიტაშვილის ვიზიტი გერმანიაში 16.06.2025

პროფესორ ნონა გელიტაშვილის ვიზიტი გერმანიაში

2025 წლის 5-10 მაისს, აშაფენბურგის უნივერსიტეტში, გერმანიაში (Aschaffenburg University of Applied Sciences, Germany), იმყოფებოდა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია, კერძოდ: თჰუ-ს წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - პროფესორი ნონა გელიტაშვილი.

2024 წლის ივლისში სამივე უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ევა-მარია ბექ-მოითთან, ვიცე-პრეზიდენტთან ივო შეფერთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. მოლაპარაკებები შეეხებოდა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებ. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები მოხსენებებით წარდგნენ ადგილობრივი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წინაშე. ვიზიტის დასასრულს გაიმართა ,,ქართული საღამო“, სადაც აშაფენბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება ფართოდ გასცნობოდნენ ქართული კულტურისა და სამზარეულოს უნიკალურობასა და ტრადიციებს.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“ 28.05.2020

საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“

2020 წლის  პირველ ივნისს  16:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერ...

ვრცლად
თამარ ლალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის ქ. ოსლოს უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში 06.03.2019

თამარ ლალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის ქ. ოსლოს უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში

2019 წლის 28 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ქ. ნ. თამ...

ვრცლად