სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია 20.08.2025

სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია

არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა!

2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება  სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენცია.         

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება  ჰიბრიდულ რეჟიმში, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის,  მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  1. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  2. სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
  3. ტურიზმი;
  4. სტომატოლოგია და ფარმაცია;
  5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

სამუშაო ენა ქართული და ინგლისური, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი გამოიცემა ბეჭდური სახით.

 

თეზისის გაფორმების მოთხოვნები:

  1. თეზისი იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
  2. გვერდის ფორმატი - А4;
  3. თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
  4. 5 საკვანძო სიტყვა;
  5. გვერდის ველი ყველა მხრიდან - სმ;
  6. ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
  7. ინტერვალი - 1 (Single);
  8. აბზაცი - 0.5 სმ;
  9. სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);

გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2025 წლის 10 ნოემბრამდე,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lika.chig@yahoo.com

საკონტაქტო პირი

ლია ჭიღლაშვილი  - მობ. 5 77 77 80 24

 

კონფერენციის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს

https://forms.gle/d4knBveUTLBQJiyd6

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი 13.11.2020

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი

2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებ...

ვრცლად
 ჩატარდება ტრენინგი თემაზე: " სამეცნიერო-საგრანტო პროექტების მომზადება". 15.05.2023

ჩატარდება ტრენინგი თემაზე: " სამეცნიერო-საგრანტო პროექტების მომზადება".

2023 წლის 19 მაისს, 20:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე: " სამეცნიერო-საგრან...

ვრცლად
სამეცნიერო პრაქტიკული დისკუსია თემაზე - ადამიანით ვაჭრობა 16.12.2021

სამეცნიერო პრაქტიკული დისკუსია თემაზე - ადამიანით ვაჭრობა

2021 წლის 17 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრები...

ვრცლად