ისწავლე და დასაქმდი შენთვის სასურველ გარემოში!
კომპანია „სუფთა სახლი“, დასაქმების პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, მათთვის ხელსაყრელი გრაფიკით. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უწყვეტ რეჟიმში შეძლონ ლექცია - სემინარებზე დასწრება და იმავდროულად დასაქმდნენ „სუფთა სახლში“ , მათზე მორგებული 4 ან 6 საათიანი გრაფიკით.
სურვილის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან თჰუ-ს სასწავლო სივრცეს და ჩაატარებენ დასაქმების ფორუმს, სადაც განთავსებული იქნება დასაქმების ბანერები და სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან დასაქმების პროექტს.
დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მარტივად QR კოდის საშუალებით გააგზავნონ პირადი მონაცემები კომპანია „სუფთა სახლის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
თჰუში ჩატარდა საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის Dentsplay Sirona World ონლაინ-ტრანსლაცია
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის Dentsplay...
ვრცლადჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა
ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა
ვრცლადპარასკევს, 12 ოქტომბერს 13:30 საათზე,საკონფერენციო ოთახში გაიმართება ადმინისტრაციის შეხვედრა სტუდენტებთან!
პარასკევს, 12 ოქტომბერს 13.30 საათზე,საკონფერენციო ოთახში გაიმართება ადმინისტრაც...
ვრცლად
