შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული VII კონკურს-ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“
2025 წლის 26-27 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული კონკურს-ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“ გაიმართა.
ფესტივალი ხელს უწყობს შშმ პირთა ხელოვნებაში ჩართულობას, მათ შემდგომ განვითარებას, სრულ ინტეგრაციასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ღონისძიებაში მონაწილეობდა 28 შშმ პირი, სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღნიშნული ფესტივალის მხარდამჭერთა შორის იყვნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.
დასკვნით ნაწილში, გაიმართა დაჯიდლოების ცერემონია, სადაც ფესტივალის ორგანიზატორმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადასცა საპატიო სიგელი, საუკეთესო პარტნიორობისათვის.
მსგავსი სიახლეები
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის“ 16 ივნ...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე - ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელისშემშლელი ფაქტორი
საჯარო ლექცია თემაზე - „ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელისშემშლელი ფ...
ვრცლად
