თბილისის ჰუმანიტარული უივერსიტეტი „სტუდფესტი 2025“ -ის გამარჯვებულთა შორის დასახელდა! 17.11.2025

თბილისის ჰუმანიტარული უივერსიტეტი „სტუდფესტი 2025“ -ის გამარჯვებულთა შორის დასახელდა!

წარმატებით დასრულდა ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2025“. დახურვის ცერემონიაზე გაიმართა მოხალისეობისა და კულტურის კომპონენტში მონაწილე გამარჯვებული უნივერსიტეტების გამოვლენა და დაჯილდოება.

 

გამარჯვებულებს, მიღწეული წარმატება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და მათი წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

აღნიშნულ პროექტს, ხუთი წელია განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციაცია ერთობლივად ახორციელებს.

 

მიმდინარე წელს ფესტივალში 15 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა, სადაც 400-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულთა შორის დასახელდა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიც.

 

ვულოცავთ, ჩვენს სტუდენტებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური!

 

მსგავსი სიახლეები

ონლაინ სემინარი თემაზე - ფსიქოლოგია და მშობელთა მხარდაჭერის პოტენციალი 16.06.2021

ონლაინ სემინარი თემაზე - ფსიქოლოგია და მშობელთა მხარდაჭერის პოტენციალი

IYNI Training Programmes & Support ორგანიზებით, 2021 წლის 15 ივნისს, ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე: „ფსიქოლოგია და მშობელთა მხა...

ვრცლად
საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში 05.11.2021

საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში

2021  წლის 28  ოქტომბერს  DAAD-ის პროექტის, ბოლონიის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფოკ...

ვრცლად