სტუდენტთა III საერთაშორისო კონფერენცია! 17.12.2025

სტუდენტთა III საერთაშორისო კონფერენცია!

2025 წლის 2 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჩატარდა ყოველწლიური სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების (გერმანია, რუმინეთი,  პოლონეთი) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 48 სტუდენტმა.

 

კონფერენციის მიზანს  სტუდენტთა კვლევითი და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. კონფერენცია მოიცავდა სხვადასხვა პროფილ- მედიცინა, სამართალი, ბიზნეს-ეკონომიკა და ფსიქოლოგია. კონფერენცია წარიმართა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტები წარსდგნენ საინტერესო მოხსენებებით. ქართველ და უცხოელ სტუდენტთა შორის გაიმართა დისკუსია, სადაც გაჟღერდა არაერთი მოსაზრება და წინადადება, მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის.

დასასრულს, კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს სტუდენტთა აქტიური ჩართულობა  საერთაშორისო კონფერენციაში  და უსურვეს მათ შემდგომი წარმატება და წინსვლა.

მადლობა, კონფერენციაში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის,- ადმინისტრაციას, ორგანიზატორებს, სექციის მოდერატორებს, სტუდენტებსა და მათ ხელმძღვანელებს,  კონფერენციის კომისიის წევრებსა და მსმენელებს.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

სტუდეტთა მხარდაჭერისადა კარიერული განვითარების სამსახური

საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური

კვლევებისა და განვითარების ცენტრი

მსგავსი სიახლეები

ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე 19.11.2020

ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე

2020 წლის 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის...

ვრცლად
სამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით 06.03.2019

სამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით

2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა სამ...

ვრცლად