დასაქმების შეთავაზება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს! 13.01.2026

დასაქმების შეთავაზება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს!

კომპანია "MEGAFIRE" სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს დასაქმებას  კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია მომსახურებას უწევს  საქართველოში არსებულ კერძო და საჯარო სექტორის ათასობით ორგანიზაციას.

მოვალეობები:

  • კომპანიის არსებულ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით კომპანიის  პროდუქციის შეთავაზება, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
  • შეკვეთების პროგრამული ასახვა (საჭიროების შემთხვევაში ბაზრის კვლევის ჩატარება)
  • ახალი კლიენტების ბაზის დამუშავება და თანამშრომლობის დაწყება.

კომპეტენციები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი   10:00-დან 16:00- მდე ან  16:00 - დან 22:00 საათამდე.

სტუდენტთათვის გათვალისწინებულია გარკვეული ხელშეწყობა ლექცია/სემინარებზე დასასწრებად.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისანი / საბურთალო

ანაზღაურება: 1000 – 1500 ლარი

დაინტერესებულ პირებს  რეზიუმეს გაგზავნა შეეძლებათ ელექტრონულ მისამართზე: hrmegafire@gmail.com 

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:   558 253 153

კომპანიის პროდუქციის გასაცნობად ესტუმრეთ ვებ გვერდს:  Megafire.ge

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიური კვირეული 08.11.2020

გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიური კვირეული

ყოველი წლის 9 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული...

ვრცლად
2018 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე მე-15 აუდიტორიაში გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 17.10.2018

2018 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე მე-15 აუდიტორიაში გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

2018 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე მე-15 აუდიტორიაში გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნე...

ვრცლად
ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი 13.11.2020

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი

2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებ...

ვრცლად