საქართველოს სტუდენტური ასოციაციის წარმატებული პროექტი!
2026 წლის 20 იანვარს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის პროექტის „არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის“ შემაჯამებელი, საზეიმო დახურვის ცერემონია.
პროექტის მიზანს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ორგანიზაციული უნარების განვითარება წარმოადგენდა. აღნიშნულ თემატიკაზე საგანმანათლებლო ტრენინგები ჩატარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და უნივერსიტეტში, სადაც 300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ტრენინგების მსვლელობისას სტუდენტებმა შეიძინეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ/ჩვევები, რაც საზოგადოებრივ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების დასასრულს პროექტის ორგანიზატორებმა მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან კი სერტიფიკატი გადაეცა თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტს თათია მაზანიშვილს.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერულის განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
კვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე
თჰუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 01 სექტემბრის N09 დადგენილებით ცვლილება შევიდა თჰუ 2020 წლის ბიუჯეტში და კ...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღი...
ვრცლად
