თჰუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა! 23.02.2026

თჰუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა!

2026 წლის 12 თებერვალს თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულ გუნდებსა და 14 მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენეტებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებულთა შორის დასახელდა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

ტურნირი, ორ ეტაპად განხორციელდა. ტურნირის მიზანს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება და არგუმენტირებული დისკუსიის კულტურის დამკვიდრება წარმოადგენდა.აღნიშნულმა ინიციატივამ 100-ზე  მეტი ახალგაზრდა გააერთიანა.

პროექტი, თბილისის საკრებულოსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, დედაქალაქის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერითა და სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით განხორციელდა.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია - უახლესი ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები მედიცინაში 25.11.2020

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია - უახლესი ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები მედიცინაში

2020 წლის 26 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მარინე შავლაყაძი...

ვრცლად
სულთან ყაბსუს უნივერსიტეტის შეთავაზება ქართველ სტუდენტებს 07.06.2026

სულთან ყაბსუს უნივერსიტეტის შეთავაზება ქართველ სტუდენტებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორ...

ვრცლად
სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 28.05.2025

სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 4 ივნისს 11:00  საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა რიგით VI     საუნივერსიტეტთაშორისო   ს...

ვრცლად