თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. 14.04.2026

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, ტრადიციული ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ღონისძიება სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებითა და კოორდინაციით წარიმართა.

პროექტის მიზანს სტუდენტებში ანალიტიკური აზროვნების სტიმულირება, გუნდური მუშაობის პრინციპების განმტკიცება და სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელთა შორის ინტერდისციპლინური კომუნიკაციის დამყარება წარმოადგენდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, რომლებმაც მაღალი აკადემიური მომზადება და ზოგადი ერუდიცია გამოავლინეს.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს გამოჩენილი ინტერესისთვის და ულოცავს გამარჯვებულ გუნდს მოპოვებულ წარმატებას. მსგავსი ტიპის აქტივობები კვლავაც დარჩება უნივერსიტეტის პრიორიტეტად, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს განუყოფელი ნაწილი.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმარმატებას!

მსგავსი სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით 06.03.2019

სამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით

2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა სამ...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 13.02.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

  შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)...

ვრცლად