სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
2026 წლის 19 აპრილს, სასტუმრო Courtyard Marriott Tbilisi-ში ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა.
გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ დაინტერესებულ პირებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს (როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიანს).
სტუდენტებსა და კურსდამთვრებულებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (DAAD, French Institute, Embassy of US, Embassy of UK and etc) წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე
გამოფენაზე დასასწრებად მნიშვნელოვანია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/fNuFTuyCQskhpzBq6
ჩატარების თარიღი და დრო: 2026 წლის 19 აპრილს; 12:00-დან 17:00-საათამდე
გამოფენაზე დასწრება უფასოა!
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების
სამსახური გისურვებთ წარმარმატებას!
მსგავსი სიახლეები
თჰუ-ს შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგია
1. დოქტორი, პროფესორი ვალენტინა საყვარელიძე ‒ რექტორი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;...
ვრცლადდაფინანსდა თჰუს ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის ნინო აბაიშვილის სამეცნიერო ნაშრომი
დაფინანსდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც.პროფესორის ნინო აბაიშვილის სამეცნიერო ნაშრომი სათაურით ,...
ვრცლად
