სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი
2026 წლის მაისი-დეკემბრის პერიოდში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი განხორციელდება.
ფესტივალი აერთიანებს საქართველოს მასშტაბით ავტორიზებულ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და მიზნად ისახავს სტუდენტებში მოხალისეობის კულტურის გაძლიერებას, მათი მოტივაციის ამაღლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას. პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემაზე, მათი ლიდერული, კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაზე.
პროექტი განხორციელდება რამდენიმე ეტაპად, ივნისი-ივლისის პერიოდში და დასრულდება ფესტივალით, სადაც გუნდები წარმოადგენენ საკუთარ გამოცდილებას, ხოლო ჟიურის შეფასების საფუძველზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი (15 სტუდენტი), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში. დამატებით, ხუთივე შეფასების კრიტერიუმში გამოვლინდება საუკეთესო ინიციატივები, რომელთა ავტორი გუნდები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.
- განაცხადება მიიღება 2026 წლის 5 მაისის 18:00 საათის ჩათვლით;
- შევსებული განაცხადის ფორმა იგზავნება შემდეგ ელ.ფოსტაზე: studentvolunteering@youthagency.gov.ge
ფესტივალის განხორციელების ეტაპები იხილეთ თანდართულ ფაილში.
დანართი - 1 სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი.pdf
დანართი 2 - განაცხადის ფორმა.pdf
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სტუდენტურ თვითმმართველობას
ოთახი N5
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური
გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
კვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე
თჰუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 01 სექტემბრის N09 დადგენილებით ცვლილება შევიდა თჰუ 2020 წლის ბიუჯეტში და კ...
ვრცლად
