გაცვლითი პროგრამა ლიეტუვაში
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება მობილობა Mykolas Romeris University-ში (ვილნიუსი, ლიეტუვა) 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის, ფსიქოლოგიისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი.
ძირითადი მოთხოვნები და პირობები:
- ენის ფლობა: ინგლისური ენის B1-B2 დონე (კონკრეტული პროგრამის მიხედვით).
- კრედიტების აღიარება: ლიეტუვაში მიღებული კრედიტები სტუდენტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ უღიარდება.
- დაფინანსება: Erasmus+ შეთანხმების ფარგლებში, სტუდენტები მასპინძელ უნივერსიტეტში თავისუფლდებიან სწავლის საფასურისგან.
- საკუთარი ხარჯები: საცხოვრებელ, კვებისა და სხვა პირად ხარჯებს სტუდენტი ფარავს თავად.
რეგისტრაცია და შერჩევა:
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
https://www.mruni.eu/en/university/internationalization/erasmus-and-exchange-studies-incoming/
https://www.mruni.eu/wp-content/uploads/2026/04/Exchange-to-MRU-26-27_Bilateral-Partners.pdf
მსგავსი სიახლეები
ონლაინ სამეცნიერო დისკუსია - ევთანაზიის სისხლისსამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში
2021 წლის 21 აპრილს გაიმართა სამეცნიერო ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „ევთანაზიის სისხლისამართლებრივი პრობლემები სამართალშედარები...
ვრცლადთბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო
თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება და...
ვრცლად
