4-5 ივნისს, თბილისში, მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართა.
2026 წლის 4-5 ივნისს, თბილისში, მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა: ადამიანური კაპიტალის განვითარება და განათლების როლი ეკონომიკური მდგრადობისთვის, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან ფორუმს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე - რექტორი მედეა ჭელიძე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი ირმა მესირიძე და კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი სპეციალისტი მაია მელაძე.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა სერტიფიკატი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს კარიერული განვითარების ცენტრისგან გადაეცა სერტიფიკატი “კა...
ვრცლად
