თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სტუდენტთა ორდღიანი საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნირო კონფერენცია გაიმართა! 23.06.2026

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სტუდენტთა ორდღიანი საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნირო კონფერენცია გაიმართა!

2026 წლის 10-11 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სტუდენტთა რიგით VII საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ტრადიციულად, კონფერენცია სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებითა და თჰუ-ს ადმინისტრაცის ხელშეწყობით ჩატარდა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას,  კერძოდ, სტუდენტთა სამეცნიერო უნარების განვითარებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათ აქტიურ ჩართულობას.

კონფერენცია მიმდინარეობდა ორი დღე, სადაც შეირჩა 57 სამეცნიერო მოხსენება 8 უმაღლესი სასწავლებლიდან, სულ საუნივერსიტეტთაშორისო კონფენერციაში მონაწილეობა მიიღო 66-მა სტუდენტმა. სტუდენტთა მოხსენებები ოთხ სექციაში გადანაწილდა-მედიცინა, სამართალი, ბიზნეს-ეკონომიკა და ფსიქოლოგია. თითოეულ სექციას უძღვებოდა დარგის მიმართულების მოდერატორი, გამომსვლელებს აფასებდნენ კომისიის წევრები და კონფერენციაზე მოწვეული საპატიო სტუმრები.

სტუდენტებმა, კონფერენციაზე წარმოადგინეს საკუთარი აკადემიური ნაშრომები, იმსჯელეს თანამედროვე საზოგადოებრივ გამოწვევებზე და ჩაერთვნენ დისკუსიებში.  მათი მხრიდან  გაჟღერდა არაერთი საინტერესო წინადადება და მოსაზრება, მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარების მიმართულებით.

კონფერენციაში, სტუდენტთა აქტიურმა ჩართულობამ კომისიის წვერების დიდი მოწონება დაიმსახურა. დასასრულს კი, ყველა მონაწილეს გადაეცა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა თეზისთა კრებულის სახით.

მადლობა, კონფერენციაში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის,თჰუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს, კონფერენციის ორგანიზატორებს,  სექციის მოდერატორებს, სტუდენტებსა და მათ ხელმძღვანელებს,  კონფერენციის კომისიის წევრებს, საპატიო სტუმრებსა და მსმენელებს.

 

სტუდეტთა მხარდაჭერისადა კარიერული განვითარების სამსახური

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია სამართალში! 18.03.2018

სამეცნიერო კონფერენცია სამართალში!

"სამეცნიერო კონფერენცია სამართალში"  

ვრცლად
შიდა მობილობის/ სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ! 14.02.2024

შიდა მობილობის/ სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ!

შიდა მობილობის/ სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ! შიდა მობილობის მსურველთა განცხადებების მიღება და რეგისტრაცია განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარი...

ვრცლად
თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს 05.04.2021

თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს შიდა

ვრცლად