გამოიყენე კარიერული განვითარების შესაძლებლობები და  მოდი "დასაქმების ფესტივალზე" 03.07.2026

გამოიყენე კარიერული განვითარების შესაძლებლობები და მოდი "დასაქმების ფესტივალზე"

(შეთავაზება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს)

 

2026 წლის 9 ივლისს 17:00-19:00 სთ-ზე HR hubის ორგანიზებით,    სასტუმრო Courtyard Tbilisi (4 თავისუფლების მოედანი), დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია,  აქტიური ვაკანსიებით

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს და კარიერის კონსულტანტებს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, თავდაპირველად, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაესაუბროთ  რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების ექსპერტს, რომელიც გაგიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას, მოგცემთ კარიერულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებით გაიაროთ გასაუბრება.

კომპანიის წარმომადგენლები კი ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს.

კერძოდ თქვენ მიიღებთ:

  • კარიერულ კონსულტაციას
  • რეზიუმეს და LinkedIn პროფილის შეფასებას
  • პირადი ბრენდის გაძლიერების რეკომენდაციებს
  • რჩევებს გასაუბრებისთვის
  • კონსულტაციას დასაქმების საერთაშორისო და დისტანციური შესაძლებლობების შესახებ.

ფესტივალის მხარდამჭერები  არიან: Geosoft და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK

თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით  JOB Fest - ზე!

 

დეტალები იხილეთ : https://hrhub.ge/job-fest-summer/

 

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სიახლეები

თჰუსა და ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 08.05.2018

თჰუსა და ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორმა ვალენტინა საყვარელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ა(ა)იპ ტურიზმის და მენეჯ...

ვრცლად
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საბაკალავარო ნაშრომების დაცვა 09.02.2020

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საბაკალავარო ნაშრომების დაცვა

2020 წლის 8 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე შედგა 2019-2020 წლ...

ვრცლად