პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში 10.07.2026

პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში

2026 წლის 3 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს Erasmus+ ეროვნული ოფისის (National Erasmus+ Office in Georgia – NEO) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „Dialogue Space – Inclusiveness and Accessibility within the Erasmus+ Programme“.

კონფერენცია მიეძღვნა Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჰორიზონტალურ პრიორიტეტს – ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ინკლუზიური მიდგომების დანერგვა Erasmus+ პროექტებში, ინკლუზიურობის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები, თანამშრომლობის პარტნიორობის (Cooperation Partnerships) ფარგლებში ინკლუზიური პრაქტიკის განვითარება, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული სააგენტოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეროვნული Erasmus+ ოფისების გამოცდილება და პერსპექტივები.

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ესპანეთის, ლიეტუვის, გერმანიის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს Erasmus+ პროგრამაში ინკლუზიურობის სტანდარტების პრაქტიკულ განხორციელებაზე, ბენეფიციარების მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინებაზე, პროექტების განხორციელების პროცესში შეფასებისა და მონიტორინგის თანამედროვე მიდგომებზე, ასევე სხვადასხვა ეროვნულ კონტექსტში არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის შესახებ.

ღონისძიებამ შექმნა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმა Erasmus+ პროგრამაში ჩართული და დაინტერესებული მხარეებისთვის. მონაწილეებმა განიხილეს ინკლუზიური საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და ევროპული გამოცდილების გაზიარების გზები საგანმანათლებლო სფეროში.

მსგავსი სიახლეები

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში 29.10.2018

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ...

ვრცლად
საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან. 18.02.2025

საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.

2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ერო...

ვრცლად
ინოვაციური განათლების ცენტრის ტრენინგი: საგრანტო განაცხადის წერა - სტრატეგია და ტექნიკები 27.01.2022

ინოვაციური განათლების ცენტრის ტრენინგი: საგრანტო განაცხადის წერა - სტრატეგია და ტექნიკები

2022 წლის 21-22 იანვარს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა - ილონა საყვარელიძემ, ნინო აბაიშვილმა, მარინე...

ვრცლად