ღონისძიება Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების შესახებ
2026 წლის 24 ივლისს თბილისში, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება: „Erasmus+-ის შესაძლებლობები უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების სექტორებისთვის“.
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ საინფორმაციო სესიები უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების სექტორებში არსებული Erasmus+ შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება წარიმართა ურთიერთსწავლების (peer-learning) ფორმატში. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული წარმატებული პროექტების ავტორებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება წარმატებული პროექტების შექმნისა და დაგეგმვის, შესაბამისი პარტნიორების მოძიებისა და პროექტების განხორციელების შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა; კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირმა მესირიძემ; და აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ხარშილაძემ.
ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების, დაფინანსების მექანიზმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გასაცნობად.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - თანამედროვე მედიცინა
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მედიცინა“
ვრცლად
