საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი 12.08.2026

საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი

შპს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (თჰუ) აცხადებს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შიდა საგრანტო კონკურსს შემდეგი კვლევითი მიმართულებებით:

  1. სტომატოლოგია - კვლევითი პრიორიტეტები
  1. ციფრული სტომატოლოგია და AI

  -    CAD/CAM ტექნოლოგიები

  -    ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში

  -    3D ბეჭდვა სტომატოლოგიაში

  1. პროფილაქტიკური სტომატოლოგია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

  -    პირის ღრუს დაავადებების ეპიდემიოლოგია

  -    ბავშვთა და ასაკოვანთა სტომატოლოგიური ჯანმრთელობა

  -    ინფექციის კონტროლი და კლინიკური უსაფრთხოება

  1. ბიომასალები და რეგენერაციული სტომატოლოგია

  -    ბიოკომპატიბელური მასალები

  -    ქსოვილების რეგენერაცია

  -    იმპლანტოლოგია და ორთოდონტული ინოვაციები

  1. პაციენტზე ორიენტირებული სტომატოლოგია

  -    ტკივილის მართვა

  -    სტომატოლოგიური შფოთვა და ქცევითი ფაქტორები

  -    პაციენტთან კომუნიკაცია და ინფორმირებული თანხმობა

 

II. ფსიქოლოგია - კვლევითი პრიორიტეტები

  1. ციფრული ფსიქოლოგია და AI

  -    AI და მენტალური ჯანმრთელობა

  -    ციფრული თერაპია და ტელეფსიქოლოგია

  1. ტრავმა, სტრესი და კრიზისული ფსიქოლოგია

  -    პოსტპანდემიური და პოსტკონფლიქტური ფსიქოლოგია

  -    კოლექტიური ტრავმა

  -    კლინიკური ფსიქოლოგია და ფსიქოპათოლოგია

  1. ნეიროფსიქოლოგია და კოგნიტიური კვლევები

  -    ყურადღება, მეხსიერება და კოგნიტური პროცესები

  -    ტვინი და სწავლა

  1. სოციალური და ორგანიზაციული ფსიქოლოგია

  -    სამუშაო სტრესი

  -    ორგანიზაციული ლიდერობა და გადაწყვეტილების მიღება

  -    განვითარებისა და ოჯახის ფსიქოლოგია

 

III. ბიზნესის ადმინისტრირება - კვლევითი პრიორიტეტები

  1.  ციფრული ტრანსფორმაცია და AI ბიზნესში

  -    AI-დაფუძნებული მენეჯმენტი

  -    მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

  1. მეწარმეობა და სტარტაპ ეკოსისტემები

  -    ინოვაციური ბიზნეს მოდელები

  -    ქალთა მეწარმეობა და სოციალური მეწარმეობა

  1. კორპორაციული მდგრადობა და პასუხისმგებლობა

  -    მწვანე ეკონომიკა და კორპორაციული პრაქტიკა

  -    კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)

  1. ფინანსური ტექნოლოგიები

  -    ციფრული ბანკინგი

  -    კრიპტოაქტივები და რეგულაცია

  1.  მარკეტინგი და ორგანიზაციული მართვა

  -    მომხმარებლის ქცევა და ციფრული მარკეტინგი

  -    ადამიანური რესურსების მართვა

 

IV. სამართალი - კვლევითი პრიორიტეტები

  1. ციფრული სამართალი და AI რეგულირება

  -    AI სამართლებრივი ჩარჩოები

  -    მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოება

  -    ადამიანის უფლებები ციფრულ ეპოქაში

  1. საერთაშორისო და ევროპული სამართალი

  -    ევროკავშირის სამართალი და ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია

  1. უსაფრთხოების სამართალი და ჰიბრიდული საფრთხეები

  -    ინფორმაციული უსაფრთხოება

  -    სამართალი და ეროვნული უსაფრთხოება

  1. ჯანმრთელობის სამართალი და ბიოეთიკა

  -    სამედიცინო სამართალიის დილემები

  1.  საჯარო და კონსტიტუციური სამართალი

  -    ეფექტური მმართველობა და დემოკრატია

  1. კერძო სამართალი

  -    შრომის და კომერციული სამართალი

 

V. ქართული ენის სწავლება - კვლევითი პრიორიტეტები

  1. ენა, კოგნიცია და ტექნოლოგიები

  -    ხელოვნური ინტელექტი და ენობრივი მრავალფეროვნება

  -    ენა, კოგნიცია და ციფრული განათლება

  1. ენა, საზოგადოება და პროფესია

  -    პროფესიული კომუნიკაცია და აკადემიური წერა

  -    ენა, იდენტობა და სოციალური ინტეგრაცია

 

 კროს-სექტორული კვლევითი პრიორიტეტები

  -    ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება

  -    ჯანმრთელობა, ქცევა და პოლიტიკა

  -    ციფრული ეთიკა და რეგულირებ

  -    მდგრადი განვითარება და ადამიანის კეთილდღეობა

 

კონკურსის ვადები

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტთა განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 14 სექტემბრიდან და დასრულდეს 2026 წლის 31 ოქტომბერს.

პროექტების წარსადგენად საჭირო დოკუმენტები

მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) საპროექტო წინადადება;

გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;

დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით. 

 

დოკუმენტების წარდგენის წესი

პროექტის ავტორმა ყველა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ერთიან PDF ფაილად, ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thu.research.development@gmail.com

შეფასების პროცედურა და კრიტერიუმები

პროექტებს აფასებს შესაბამისი კომისია შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:

  -    კვლევის მეცნიერული სიახლე და აქტუალობა;

  -    კვლევის მეთოდოლოგიური გამართულობა და განხორციელებადობა;

  -    მოსალოდნელი შედეგების პრაქტიკული ან სამეცნიერო ღირებულება;

  -    პროექტის ბიუჯეტისა და გეგმა-გრაფიკის რეალისტურობა;

  -    განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაცია და წინარე გამოცდილება.

 

კომისიის მიერ შერჩეული საუკეთესო 5 პროექტი (1 თითოეული მიმართულების მიხედვით)  - რანჟირებული ქულების მიხედვით - განსახილველად წარედგინება თჰუ-ს აკადემიურ საბჭოს.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონკურსანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თჰუ-ს  კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროს სპეციალისტს ელექტრონულ  მისამართზე: rdc@gmail.com 

 

დეტალური ინფორმაცია შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტის განხორციელების წესთან დაკავშირებით იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე:

https://www.thu.edu.ge/img/dxp/Sida-sagranto-proeqtis-ganxorcielebis-wesi-697f425a7dd7f.pdf 

მსგავსი სიახლეები

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია 18.12.2023

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია ქ. თბილისი, 28 მაისი, 2022  

ვრცლად
ტრენინგი - სასამართლო მედიცინის როლი გამოძიების ეტაპზე 19.03.2019

ტრენინგი - სასამართლო მედიცინის როლი გამოძიების ეტაპზე

2019 წლის 18 მარტს ჩატარდა ააიპ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "სასამართლო მედიცინის...

ვრცლად
მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი 18.06.2018

მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგ...

ვრცლად