მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება 17.08.2026

მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

სტუდენტთა  და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

 

 

 

2026 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო უწყებებში სტუდენტებისა  და კურსდამთავრებულებისათვის 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი იწყება.

 

სტაჟირების ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, რაც, მათ შორის, გულისხმობს სათანადო განათლებასა და აკადემიურ მოსწრებას.

 

ამავე დადგენილებით განსაზღვრულია, რომ საჯარო დაწესებულებები ითანამშრომლებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სტაჟიორობის მსურველი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების/გადამოწმების მიზნით.

 

კონკურსის პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას იხილავთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე  https://www.thu.edu.ge/ka

 

საკონტაქტო ტელ: 5 77 77 80 24

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების

სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

ლექცია: გზა სტუდენტობიდან აუდიტორული კომპანიის მმართველობამდე და აუდიტორის პროფესიული ეთიკა 05.04.2024

ლექცია: გზა სტუდენტობიდან აუდიტორული კომპანიის მმართველობამდე და აუდიტორის პროფესიული ეთიკა

ინფორმაცია ტრენერის შესახებ 14 წლიანი გამოცდილება საგადასახადო და ფინანსურ აუდიტში, ბუღალტერიისა და კერძო ბიზნესების პროფესიული კონსულტირების მიმართულებით. ს...

ვრცლად
სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით 16.06.2021

სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ბუღალტერიის მიმართულებით.

ვრცლად
სამართლის მაცნე საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში  ინდექსირდება! 28.03.2021

სამართლის მაცნე საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში ინდექსირდება!

"სამართლის მაცნე" საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში  ინდექსირდება! ...

ვრცლად