მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 26.08.2026

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ვაკანტური ადგილები:
ა) სამართლის  საბაკალავრო პროგრამა – 15 ადგილი;
ბ) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა  – 10 ადგილი;
გ) ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი;
დ) სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა (სწავლების ენა: ქართული) – 5 ადგილი;
მობილობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს 2026 წლის 24 აგვისტოდან 08 სექტემბრის  18:00 საათამდე, ვებ–გვერდზე ელექტრონულად (students.emis.ge);
მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 11 სექტემბერი;
2026 წლის 11 სექტემბრის 13.00 საათიდან  16 სექტემბრის  17.00 საათამდე განხორციელდეს მობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა და კრედიტების აღიარება:
ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);
დ) აკადემიური ცნობა;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;
ი) ცნობა სახელმწიფო გრანტის  მინიჭების შესახებ, რომელიც გაიცემა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ;
კ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (უცხოელებისათვის);
ლ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).
 
 

მსგავსი სიახლეები

საქველმოქმედო საღამო თჰუში 15.05.2019

საქველმოქმედო საღამო თჰუში

2019 წლის 15 მაისს 18:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება საქველმოქმედ...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 14.05.2018

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიურითანამდებობის...

ვრცლად
თჰუს 25 წლის იუბილე! 02.06.2017

თჰუს 25 წლის იუბილე!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა წვეულება. მოწვეულ...

ვრცლად