თჰუ-ის ასოცირებული პროფესორი ლია მანია FDI World Dental Congress 2026-ზე 17.09.2026

თჰუ-ის ასოცირებული პროფესორი ლია მანია FDI World Dental Congress 2026-ზე

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის დოქტორი ქ.ნ ლია მანია თჰუ -ის მხარდაჭერით იმყოფებოდა სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ყოველწლიურ კონგრესზე   FDI World Dental Congress 2026   @fdiwdc2026,  რომელიც ჩატარდა ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ა.წ -ის 4-7 სექტემბერს. 
FDI World Dental Congress 2026   სტომატოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება. კონგრესმა 100-ზე მეტი ქვეყნიდან 8,000-ზე მეტ მონაწილეს მოუყარა თავი და გააერთიანა მსოფლიოს წამყვანი კლინიცისტები, მკვლევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ინდუსტრიის ექსპერტები.

 კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ასევე თავისუფალი სამეცნიერო კომუნიკაციებისა და ePoster-ის სექცია, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი კვლევებისა და კლინიკური გამოცდილების საერთაშორისო პროფესიული აუდიტორიის წინაშე წარდგენის შესაძლებლობა მისცა. კონფერენციის ფარგლებში ქნ. ლია მანიამ მონაწილეობა მიიღო პოსტერების სექციაში, სადაც წარადგინა ნაშრომი " Periapical Cyst Treatment: A Report of Two Caes". სასიხარულოა, რომ  ნარშომი გამოქვეყნდება FDI -ის რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში International Dental Journal -ში. 

ნაშრომის გამოქვეყნება საერთაშორისო, რეფერირებად და მაღალი იმპაქტის  მქონე სამეცნიერო ჟურნალში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წარმოდგენილი კლინიკური გამოცდილების აკადემიურ მნიშვნელობასა და საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულებას.

მსგავსი სიახლეები

2021 წლის 16-17 მაისს თჰუში ჩატარდა ასოც. პროფესორის იმედა რუბაშვილის სემინარი 02.06.2021

2021 წლის 16-17 მაისს თჰუში ჩატარდა ასოც. პროფესორის იმედა რუბაშვილის სემინარი

2021 წლის 16-17 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასოც. პროფესორმა იმედა რუბაშვილმა ჩაატარა სემინარი თემაზე: „ანალიზ...

ვრცლად
თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური 10.06.2019

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

2019 წლის 27 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს თბი...

ვრცლად