სამშენებლო ჰიპერმარკეტ "მოდუსის" წარმომადგენელთა შეხვედრა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან
2026 წლის 30 სექტემბერს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, სამშენებლო ჰიპერმარკეტ "მოდუსის" წარმომადგენლები ეწვივნენ.
ჰიპერმარკეტი "მოდუსი", ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია და 25 წელზე მეტია სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით მომხმარებელთა რჩეულ კომპანიათა შორისაა.
კომპანია "მოდუსის" წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გამართეს გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია,- "გახდი მოდუსელი".
შეხვედრა, დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დასვეს არაერთი საინტერესო კითხვა, რომელიც ეხებოდა დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას, სწავლის ხელშეწყობას, კარიერულ ზრდასა და ბონუსთა სისტემას. აღნიშნულ კითხვებზე ამომწურავად უპასუხეს დამსაქმებლებმა.
დასასრულს, სტუმრებმა კომპანიის სახელით, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ბოლოს კი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და კომპანია "მოდუსის" წარმომადგენელთა შორის შედგება შეთანხმება, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების
სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან
2019 წლის 2 მაისს, თჰუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შეხ...
ვრცლადსაინტერესო შეთავაზება სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს!
ტალინის უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებას, ინგლისურ ენაზე. აღნიშნულ კურსს სრულად აფინან...
ვრცლად
