თჰუ-ს VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი გიწვევთ VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტერდისციპლინურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2026 წლის 4 დეკემბერს გაიმართება.
კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული.
თანაორგანიზატორი: საერთაშორისო CEO (კომუნიკაცია, ეკონომიკა, ორგანიზაცია) სოციალურ მეცნიერებათა კონგრესი (CEO Congress), თურქეთი.
სერტიფიკატი და პუბლიკაცია: კონფერენციის ყველა მომხსენებელს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი. მიღებული აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების კრებულში, რომელსაც მიენიჭება ISBN და Zenodo-ს ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI).
სრული ნაშრომის გამოქვეყნება: მიღებული აბსტრაქტების ავტორებს, სურვილისამებრ, შესაძლებლობა ექნებათ, სრული სამეცნიერო სტატია უფასოდ გამოაქვეყნონ თჰუ-ს ყოველწლიურ რეფერირებად ჟურნალში „შრომათა კრებული“, რეცენზირების დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
ამ შესაძლებლობით სარგებლობის მსურველმა ავტორებმა კონფერენციაზე რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნონ შესაბამისი ველი.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები და ენების სწავლება;
- სოციალური მეცნიერებები (სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია);
- ბიზნესის ადმინისტრირება და მწვანე ეკონომიკა (მათ შორის, მდგრადი ტურიზმი);
- სტომატოლოგია და ჯანდაცვა (მათ შორის, ფარმაცია);
- ინტერდისციპლინური სექცია: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ეთიკა და მდგრადი განვითარება (მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები).
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა – 2026 წლის 1 ნოემბერი;
- შედეგების შესახებ შეტყობინება და სარეგისტრაციო ბმულის გაგზავნა – 2026 წლის 13 ნოემბერი;
- რეგისტრაცია – 2026 წლის 13–22 ნოემბერი.
აბსტრაქტის წარდგენის მოთხოვნები:
- ORCID იდენტიფიკატორი (მკვლევრის უნიკალური საერთაშორისო იდენტიფიკატორი, რომელიც უსასყიდლოდ გაიცემა; მისი არქონის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია: https://orcid.org/register);
- ავტორის (თანაავტორების) სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და აფილაცია;
- ავტორის ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
- ნაშრომი არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული ან სხვა გამოცემაში განსახილველად წარდგენილი;
- ფაილი წარმოდგენილი უნდა იყოს DOC/DOCX ფორმატში;
- აბსტრაქტი (ქართულ ან ინგლისურ ენებზე, 100–150 სიტყვა), ციტატების, ცხრილებისა და ილუსტრაციების გარეშე;
- საკვანძო სიტყვები (5–7).
აბსტრაქტის ფორმა: ../Documents/THU /Conference 2026/აბსტრაქტის ფორმა-Abstract Template.docx
წარდგენის წესი: აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ონლაინფორმის მეშვეობით:
https://forms.gle/GRu6TZ3cMMnnL4H17
- ფორმაში მიუთითეთ ავტორის მონაცემები და ატვირთეთ აბსტრაქტი DOC/DOCX ფორმატში.
- ფაილის ასატვირთად საჭიროა Google-ის ანგარიში.
- მისი არქონის შემთხვევაში აბსტრაქტი გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე conference.thu@gmail.com და თემის ველში მიუთითეთ: „VII Conference – მიმართულების ნომერი – გვარი“ (მაგ.: VII Conference – 3 – Tomson).
- აბსტრაქტის მიღების შემთხვევაში ავტორებს სარეგისტრაციო ბმული ელექტრონული ფოსტით გაეგზავნებათ.
კონფერენციაში მონაწილეობა, აბსტრაქტების გამოქვეყნება და სრული ნაშრომების პუბლიკაცია ჟურნალში „შრომათა კრებული“ უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრს: conference.thu@gmail.com
თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრი
მსგავსი სიახლეები
დაფინანსდა თჰუს ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის ნინო აბაიშვილის სამეცნიერო ნაშრომი
დაფინანსდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც.პროფესორის ნინო აბაიშვილის სამეცნიერო ნაშრომი სათაურით ,...
ვრცლადთჰუ-ის ასოცირებული პროფესორი ლია მანია FDI World Dental Congress 2026-ზე
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის დოქტორი ქ.ნ ლია მანია თჰუ -ის მხარდაჭერით იმყოფებოდა სტომატოლოგთა მსოფლიო...
ვრცლადძვირფასო სტუდენტებო, 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი იწყება 25 თებერვლიდან!
ძვირფასო სტუდენტებო, 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი იწყება 25 თებერვლიდან!
ვრცლად
