ონლაინ ღონისძიება სტუდენტებისთვის Erasmus+ პროგრამა ახალგაზრდებისთვის
2026 წლის 16 ოქტომბერს 17:00-18:00 საათზე, Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში,
გეგმავს ონლაინ ღონისძიებას სტუდენტებისთვის.
Erasmus+ პროგრამა, ახალგაზრდებისთვის უამრავ შესაძლებლობას აჩენს. კულტურული გაცვლა, ცოდნის გაღრმავება და უნარების შეძენა უამრავი ახალგაზრდის ცხოვრებას
ფუნდამენტურად ცვლის.
სტუდენტების მხრიდან ხშირად ისმის კითხვები, თუ რა ბარიერებს აწყდებიან, როდესაც პროგრამაში მონაწილეობას გეგმავენ? როგორ ახერხებენ ამ ბარიერების გადალახვას? რა როლს თამაშობს სოციალური შფოთვა და კულტურული განსხვავებები?
ზემოაღნიშნულ კითხვებზე ონლაინ შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მოისმინონ პროფესიონალ (ფსიქოლოგის) ექსპერტთა მოსაზრებები და გაიზიარონ პროგრამის მონაწილეების გამოცდილება.
სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები და პროგრამით დაინტერესებული პირები
შეხვედრის თარიღი: 16 ოქტომბერი
ფორმატი: ონლაინ (Google Meet)
დრო: 17:00-18:00
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
სარეგისტრაციო ბმული:https://forms.gle/Pkij2TL8JVJKcjgAA
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების
სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის საფეხურის ყველა კურსის სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია ადგილობრივი და საერთაშორი...
ვრცლადპროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus-ისა და DAAD-ს ერთობლივ ღონისძიებაში: BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის
2021 წლის 25 ივნისს Erasmus-ისა და DAAD-ს ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება: „BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის&...
ვრცლად
