დასაქმების მასშტაბური ფესტივალი “ექსპო ჯორჯიას” პავილიონში (შეთავაზება-სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს)
HR hub–ის ორგანიზებით, 20 ოქტომბერს, 17:00–19:00 სთ-ზე, თბილისში, “ექსპო ჯორჯიას” პავილიონში დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
სამსახურის მაძიებელ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ კომპანიების HR მენეჯერებს.
რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- მოუსმინოთ სპიკერებს კარიერისა და წარმატების თემებზე;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- იპოვოთ სამსახური.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.
სპიკერები “წარმატების სცენაზე”
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოეწყობა“წარმატების სცენა”, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზას და წარმატების ისტორიებს.
დასწრება თავისუფალია.
დარეგისტრირდით და გელოდებით EXPO JOB - ზე!
დეტალები აქ: https://hrhub.ge/jobstbilisi/
მისამართი:
თბილისში, "ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონში მის: წერეთლის 118
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური
გისურვებთ წარმატებას!
